ჩვენი პროექტები
ჩვენი სასტუმრო კომპლექსები განლაგებულია საუკეთესო ლოკაციებში და მაქსიმალურად მოთხოვნადია ტურისტულ ბაზარზე, რაც ხდის მათ დაუჯერებლად წარმატებულს. დასამახსოვრებელი არქიტექტურული გადაწყვეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ჩვენი პროექტები გახდა საქართველოს სავიზიტო ბარათი და მათ მოიპოვეს მრავალი საერთაშორისო ჯილდო.
როგორ შევიძინოთ

საქართველოში უძრავი ქონების შეძენის პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან და მოითხოვს მხოლოდ 1 დღეს*:

  • აპარტამენტების არჩევა;
  • ხელშეკრულების გაფორმება კომპანიის ოფისში (წარმომადგენლობა 6 ქვეყანაში);
  • პირველადი შენატანის გადახდა 10%-დან, აუცილებლობის შემთხვევაში კრედიტის გაფორმება ბანკში.

შესაძლებელია ყველა ეტაპის გაერთიანება, უძრავ ქონებაზე მოკლევადიან ტურში მონაწილეობის მიღებისას, რომელსაც ორგანიზებას უკეთებს ჩვენი კომპანია.

 

* საკუთრების რეგისტრაცია დასრულებულ პროექტებში იკავებს საათზე ნაკლებ დროს.

ტური უძრავ ქონებაზე
ტური უძრავ ქონებაზე ORBI ჯგუფისაგან – ეს არის საუკეთესო საშუალება სასიამოვნო შეუთავსოთ სასარგებლოს, საკუთარი თვალებით დაინახოთ ჩვენი პროექტები და მიიღოთ სრული ინფორმაცია ჩვენს საინვესტიციო წინადადებებზე. აპარტამენტების შეძენისას ტურის ხარჯები ჩაითვლება უძრავი ქონების ღირებულებაში.
ჩვენ გთავაზობთ
წარმატებული ბიზნესი
თვითამოღების ვადა საშუალოდ 4 წელია, ყველა მონაცემი 10-წლიანი დაკვირვებების საფუძველზეა. უძრავ ქონებაზე გადასახადისაგან გათავისუფლება, ტურიზმის ზრდა და მოცემული სფეროს მაღალი ლიკვიდობა მიმდინარე ეტაპზე ქმნიან ოპტიმალურ საინვესტიციო პირობებს.
ხელმისაწვდომი პირობები
აპარტამენტები შეიძინება საკუთრებაში, პირველი შესატანი 10%, დაკრედიტება ერთი დოკუმენტით შემოსავლების ცნობის გარეშე მოქალაქეობის მიუხედავად. გაფორმება 1 დღეში, ბინადრობის მოწმობის მიღება ინვესტიციების დროს მხოლოდ 35 000 დოლარიდან.
საპარტნიორო გარანტიები
ORBI ჯგუფის ყველა პროექტი ფინანსდება საკუთარი კაპიტალით. კომპანიის პარტნიორი, რომელიც წარადგენს ფინანსურ ინსტრუმენტებს ჩვენი მყიდველებისათვის – არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი TBC, რომელმაც განათავსა IPO ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE).
სამუშაოების მაღალი ხარისხი
კომპანიის ყველა ობიექტის სამშენებლოდ მოიწვევიან საერთაშორისო მენარდე-კომპანიები, რომლებმაც გაიარეს ტენდერი. ყველა სამშენებლო მოედანი აღჭურვილია Live-კამერებით. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ტარდება მაღლივი მშენებლობების ნორმატივების შესაბამისად.
საქართველოს საუკეთესო პროექტები
ჩვენი პროექტები იქცნენ ახალი ბათუმისა და ახალი საქართველოს სავიზიტო ბარათად და მოიპოვეს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოები, როგორებიცაა: FIABCI Prix d’Excellence (მოსკოვი, 2015 წ.), ხარისხის ლიდერის საერთაშორისო ვარსკვლავი (პარიზი, 2013 წ.), საუკეთესო ქართული კომპანია (2012 წ.) და სხვ.
Online-მართვა
თქვენი უძრავი ქონების მართვა შესაძლებელია დისტანციურად მმართველი კომპანიის ORBI ჯგუფის დახმარებით. ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესები, და თქვენ თავად აკონტროლებთ საკუთარ ბიზნესს, თუნდაც იმყოფებოდეთ სხვა ქვეყანაში. მოხერხებულია, საიმედოა, მომგებიანია.
რატომ საქართველო
საინვესტიციო კლიმატი
სხვადასხვა სფეროებში რეფორმების წყალობით საქართველომ შეძლო შეექმნა ხელშემწყობი საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესის განვითარების პირობები. საქართველო აღიარებულია პოლიტიკურად სტაბილურ, კორუფციისაგან თავისუფალ მიმართულებად ინვესტიციებისათვის დაბალი ღირებულებით ბიზნესის წარმართვისათვის.
დაბალი გადასახადები
Forbes-ის კვლევების შედეგების მიხედვით 2016 წელს საერთო საგადასახადო დატვირთვა შეადგენს სულ რაღაც 16,4%-ს. ყველაზე დაბალი გადასახადების ქვეყნებს შორის, რომელიც გამოქვეყნებულია საიტზე Hyser.com, საქართველო იკავებს მე-9 ადგილს მსოფლიოში და პირველ ადგილს ევროპაში.
უსაფრთხოება
2011 წელს Gallup Poll-მა აღიარა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მსოფლიოში, 2015 წელს საიტმა PressCave-მა შეიყვანა საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ-ათეულში, ხოლო 2016 წელს Numbeo-მ დაადასტურა საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, შეიყვანა რა ის ტოპ-სამეულში – დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის საქართველო უსაფრთხოების მხრივ მე-3 ადგილზეა!
ბიზნესის წარმართვის სიმარტივე
„Doing Business 2016″-ის ანგარიშში, რომელიც ქვეყნდება მსოფლიო ბანკისა და IFC-ის მიერ, საქართველო ფასდება როგორც მე-4 საუკეთესო ქვეყანა ევროპასა და შუა აზიაში ბიზნესის წარმართვის სიმარტივით და 24-ე ადგილზე მსოფლიოში. საქართველო იკავებს მე-3 ადგილს უძრავი ქონების გაფორმების სიმარტივით, პროცედურა იკავებს სულ 15 წუთს!
კანონის უზენაესობა
დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციის „მართლმსაჯულების მსოფლიო პროექტი” (World Justice Project)-ს მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის რეიტინგში საქართველომ დაიკავა 1-ლი ადგილი კანონის უზენასოების ინდექსში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის და შევიდა გლობალური რეიტინგის ტოპ-30-ში.
ტურიზმის ზრდა
ტურიზმის ზრდას საქართველოში აჩვენებს სამნიშნა ციფრები. 2016 წელს საქართველოში ჩამოვიდა ადგილობრივ მაცხოვრებლებზე 2-ჯერ მეტი ტურისტი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვარაუდობს დღევანდელი მაჩვენებლების გაორმაგებას და ტურისტების რაოდენობის ზრდას 11 მილიონამდე უახლოეს წლებში.
რატომ ORBI
1
მრავალწლიანი გამოცდილება
ORBI ჯგუფი უკვე 20 წელზე მეტია რაც სამშენებლო ბაზარზეა, მის აქტივშია უძრავი ქონების 10-ზე მეტი წარმატებული და დროულად დასრულებული პროექტები. მუშაობის დიდი გამოცდილება იძლევა ჩვენი კომპანიის საიმედოობაში და სტაბილურობაში დარწმუნების შესაძლებლობას.
2
პატიოსანი და გამჭვირვალე პოლიტიკა
ჩვენ ღიად წარვუდგენთ კომპანიის, აპარტამენტების შეძენისა და ღირებულების პირობების შესახებ ინფორმაციას, ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი დაფარული ციფრები და გადახდები. ჩვენი ყველა სამშენებლო მოედნები აღჭურვილია Live-კამერებით, ისე, რომ თქვენ ყოველთვის ხართ მოვლენების საქმის კურსში.
3
მაღალი სტანდარტები
მშენებლობის ხარისხი და მომსახურეობის ხარისხი ჯამში ყოველთვის იძლევა მხოლოდ ერთ შედეგს – ცხოვრების მაღალ ხარისხს. ეს არის ჩვენი მაღალი სტანდარტი და ჩვენი არჩევანი!
4
პროფესიონალთა გუნდი
ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენს პროექტებში, იმიტომ, რომ ჩვენ პროფესიონალები ვართ. კომპანიის ყველა მიმართულებისათვის ORBI ჯგუფი იწვევს საუკეთესო სპეციალისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენ ხომ ყოველთვის ვირჩევთ საუკეთესოს!
5
ბაზრის ლიდერი
დიახ, ჩვენ ვართ საქართველოსა და რეგიონის ყველაზე მსხვილი კომპანია მშენებლობისა და დეველოპმენტის დარგში, და ვამაყობთ ჩვენი გაშლილობით. ჩვენი ყველა შენობა შენდება მხოლოდ საკუთარი კაპიტალის ხარჯზე. ჩვენ დაკავებული ვართ ძალზე მასშტაბური პროექტებით, რის ნებაც საკუთარ თავს შეუძლია მისცეს მხოლოდ ბაზრის ნამდვილმა ლიდერმა!
6
პარტნიორობა ყველაფერში
ჩვენი კლიენტების 75% კვლავ ჩვენთან ბრუნდება. და იცით რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს პარტნიორებს და ვიცავთ მათ ინტერესებს. ჩვენი მყიდველები დარწმუნებულნი არიან ჩვენში, ჩვენ კი საკუთარ თავში და იმაში, რომ ჩვენ ვაკეთებთ საუკეთესო პროექტებს მსოფლიოში!
ჩვენ ვაშენებთ ახალ საქართველოს!
ჩვენს შესახებ
„ორბი ჯგუფი”-საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო დეველოპერული ჰოლდინგი საქართველოში, რომელიც ცათამბრჯენების მშენებლობასთან, ინოვაციებთან, მშენებლობის ახალ ტექნოლოგიებთან, გამორჩეულ არტიტექტურულ სტილთან და მართვის თანამედროვე სისტემასთან ასოცირდება.
ჩვენი კონტაქტები
კომპანია ORBI ჯგუფი წარმოდგენილია მსოფლიოს 6 ქვეყანაში. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოძიება წარმომადგენლობების შესახებ შეგიძლიათ თქვენი ქვეყნის არჩევით. ყველა ზარი უფასოა. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტის მეშვეობით.
საქართველო
გერმანია
ისრაელი
ყაზახეთი

ბელარუსი

ორბი ჯგუფის აპარტამენტების ჯავშანი

მიმდინარე

დასრულებული