შესახებ
„ორბი ჯგუფი”-საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო დეველოპერული ჰოლდინგი საქართველოში, რომელიც ცათამბრჯენების მშენებლობასთან, ინოვაციებთან, მშენებლობის ახალ ტექნოლოგიებთან, გამორჩეულ არტიტექტურულ სტილთან და მართვის თანამედროვე სისტემასთან ასოცირდება.
„ორბი ჯგუფი” სამშენებლო ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს.
არსებობის 20 წლის განმავლობაში გადადგმულმა წარმატებულმა ნაბიჯებმა „ორბი ჯგუფი” მსხვილ ჰოლდინგად და უპირობო ლიდერად აქცია, რომელიც ამჟამად აერთიანებს ისეთ შვილობილ კომპანიებს როგორიცაა: ქვეყნის უმსხვილესი ბეტონის მწარმოებელი ქარხანა – ORBI Betoni, დიზაინერული კომპანია- ORBI Desig, მენეჯმენტ კომპანია: Orbi24, რომელიც აპარტამენტების მომსახურებას უზრუნველყოფს და სხვები.
„ორბი ჯგუფი” პირველი ჰოლდინგია რეგიონში, რომელმაც მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა დაიწყო და საქართველოში ცათამბრჯენების მშენებლობის ტენდენციასაც ჩაუყარა საფუძველი.
კომპანიის სტრატეგია სწორედ მასშტაბური პროექტების შექმნაა, რომლებიც მსოფლიო ტოპ ათეულში შედიან. მაგალითად, როგორიცაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სასტუმრო კოპლექსი, „Twin Tower”.
Sea Towers, Orbi Residence, Orbi Plaza, Orbi Beach Tower- ეს, ის მრავალფუნქციური და მრავალსართულიანი პროექტებია, რომელთა არქიტექტურულ სტილსა და კონსტრუქციაზე, მშენებლობის სფეროში მოღვაწე, საერთაშორისოდ აღიარებულმა სპეციალეისტებმა იმუშავეს. კომპანიის ყველა პროექტი უნიკალურია, სწორედ ამიტომ „ორბი ჯგუფის” მიერ განხორციელებულმა პროექტებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ქალაქის იერსახე და თითოეული მათგანი ბათუმის სავიზიტო ბარათად იქცა.
ტურიზმის განვითარებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბაკურიანში აშენებულმა სასტუმროებმა. საქართველოს უნიკალური სამთო-სათხილამურო კურორტი, კიდევ უფრო პოპულარულ ტურისტულ ადგილად იქცა.
არსებობის 20 წლის მანძილზე, აშენდა 1.5 მილიონი კვადრატული მეტრი. ამ წლების განმავლობაში კომპანიამ საქართველოს მასშტაბით, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ამჟამად „ორბი ჯგუფში” დასაქმებულთა რიცხვი 6000 -სს აჭარბებს.
ჩვენი კომპანიის პრიორიტეტი ადამიანის ცხოვრებისა და განვითარებისათვის, არა მხოლოდ ღირსეული და კომფორტული პირობების შექმნა, არამედ სწორედ მომხმარებელთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობაა. ORBI ჯგუფი, ეს არის საიმედო და სტაბილური ბიზნესი სწრაფი ტემპებით განვითარებად რეგიონში, სადაც ასევე მაღალია ეკონომიკური ზრდის მაჩვენელიც.
ამდენად, მაქსიმალური გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით და ყველა დაინტერესებული მხარისთვის რისკების მინიმუმდე დაყვანით, ჩვენ ვქმნით მომავალი, გრძელვადიანი თანამშრომლობის პლატფორმას.
2014 წელი – „ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების” რამდენიმე კატეგორიის გამარჯვებული:
1 „ექსკლუზიური და თანამედროვე სტილი”
2. „თანამედროვე ტექნოლოგიები”
3. „ახალი სამუშაო ადგილები”
Sorry, no posts matched your criteria.