უძრავი ქონების ტური
საუკეთესო საშუალება ნახოთ საქართველო და გაიგოთ ბიზნესისა და ცხოვრების შესაძლებლობების შესახებ.
მოკლედ ტურის შესახებ
უძრავი ქონების ტური ORBI ჯგუფისგან – ეს არის მშვენიერი შესაძლებლობა შეუთავსოთ სასიამოვნო სასარგებლოს: დაისვენოთ ყოველდღიური საზრუნავისაგან და მიიღოთ მთელი ინფორმაცია თქვენს საინვესტიციო წინადადებებზე. ტურში შედის: გადაფრენა ბათუმში ორივე მხარეს, ცხოვრება ORBI ჯგუფის აპარტ-ოტელებში, ფართო გასართობი პროგრამა და ექსკურსიები აჭარაში.

ტურის მიზანი
ORBI ჯგუფის საინვესტიციო წინადადებების გაცნობა
ORBI ჯგუფის გუნდი გაჩვენებთ ბათუმში ინვესტიციების ყველა უპირატესობას, ასევე დაგეხმარებათ შეარჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი სწორედ თქვენთვის. თქვენ საკუთარი თვალით ნახავთ ORBI-ის ყველა პროექტს ბათუმში და შეძლებთ დოკუმენტების გაფორმებას 1 დღეში.
ბათუმისა და აჭარის ყველა სილამაზის ჩვენება
თქვენ გაატარებთ განსაცვიფრებელ, ბრწყინვალე მოვლენებით აღსავსე დღეებს შავი ზღვის სანაპიროზე. თქვენ გელით ზღვა, მზე, სახელგანთქმული ქართული სტუმართმოყვარეობა და ORBI ჯგუფის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც თქვენ გაგიწევთ თანხლებას ამ დღეებში.
თქვენთვის ახალი საქართველოს გახსნა
თქვენ გაიგებთ, თუ რა რეფორმები გატარდა ჩვენს ქვეყანაში და რა შედეგებს მიაღწია ქართულმა ეკონომიკამ: საგადასახადო სისტემის ოპტიმიზაცია, იურიდიული და ფინანსური გამჭვირვალობა, გაფორმების სიმარტივე, ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა, ტურიზმისა და ინვესტიციების აქტიური ზრდა.
თქვენთვის დროისა და ფულის დაზოგვა
უძრავი ქონების ტური ORBI ჯგუფისგან გრძელდება 4 დღე და ამ დროის განმავლობაში თქვენ მოასწრებთ გადაწყვიტოთ ყველა საკითხი და მშვენივრად გაატაროთ დრო. ეს მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის, რომლებსაც მჭიდრო საქმიანი გრაფიკი აქვთ. გარდა ამისა, აპარტამენტების შეძენისას ტურის ღირებულება ჩათვლილი იქნება უძრავი ქონების ანგარიშში. ამრიგად, უძრავი ქონების ტური თქვენთვის გახდება უფასო.
რა გელით თქვენ
ექსკურსიები ბათუმსა და მთიან აჭარაში
უძრავი ქონების ტურის განმავლობაში თქვენ ნახავთ ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობას ქალაქის საუკეთესი გიდის თანხლებით. გაივლით ძველი ბათუმის ქუჩებში, გადაუღებთ სურათს ალისა და ნინოს ცნობილ ქანდაკებას, რომელიც შევიდა მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო ნაგებობების ტოპ-15-ში! თქვენ გელით ექსკურსია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, გაისერნებთ ღამის ქალაქში და დაიჯერეთ, ქალაქის ახალი იერსახე არ დაგტოვებთ გულგრილს.
სახელგანთქმული ქართული სტუმართმოყვარეობა
საქართველოს სავიზიტო ბარათი – მის მცხოვრებთა ღია გული და სტუმართმოყვარეობა. ყოველ დღე თქვენ დატკბებით ეროვნული სამზარეულოს საუკეთესო კერძებით, ასწევთ ღვთაებრივი ღვინით სავსე ჭიქებს თამადის სადღეგრძელოებთან ერთად, ხოლო ცეცხლოვანი ცეკვები თქვენს ფეხებს თვითონ ააცეკვებენ! და რასაკვირველია, თქვენ მოუსმენთ განსაცვიფრებელ ქართულ მრავალხმიანობას, დაუჯერებელ, გამაოგნებელ, გულში ჩამწვდომს…
თბილი ზღვა და ალერსიანი მზე
უსუფთავესი ზღვა, გამჭვირვალე სუფთა ჰაერი და თბილი მზე სულ 4 დღის განმავლობაში თქვენ გაჩუქებენ საუკეთესო განწყობას, ხალისისა და ჯანმრთელობის მუხტს, მოგანიჭებენ ახალ ძალას. თქვენ ძალზე გაგიკვირდებათ, როდესაც შეხედავთ საკუთარ თავს სარკეში გამგზავრების წინ – ბათუმის კლიმატი დროს აიძულებს უკან სვლას და გაგხდით თქვენ ახლაგაზრდასა და ჯანმრთელს.
ხშირი დასმული კითხვები
აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე
ჩვენი პროექტები
თანამდეროვე არქიტექტურამ და უახლესმა სამშენებლო ტექნოლოგიებმა ჩვენი ობიექტები გახადეს ნამდვილი ტრენდი უცხოური უძრავი ქონების სფეროში. ისინი გახდნენ ბათუმის ახალი სავიზიტო ბარათი და მოიპოვეს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოები არქიტექტურული და საინვესტიციო მიმზიდველობისათვის.
ჩვენი კონტაქტები
კომპანია ORBI ჯგუფი წარმოდგენილია მსოფლიოს 6 ქვეყანაში. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოძიება წარმომადგენლობების შესახებ შეგიძლიათ თქვენი ქვეყნის არჩევით. ყველა ზარი უფასოა. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტის მეშვეობით.
საქართველო
გერმანია
ისრაელი
ყაზახეთი

ბელარუსი

ორბი ჯგუფის აპარტამენტების ჯავშანი

მიმდინარე

დასრულებული